მთავარი


’’ვეფხისტყაოსანი’’ მეთორმეტე საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემაა. აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი - არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით.  

,,ვეფხისტყაოსანი” დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი წიგნია ასეთ ხანგრძივ  სიცოცხლეს უკვდავება ჰქვია. დღითი დღე  უამრავ ახალ მკითხველს იზიდავს და ხიბლავს ეს წიგნი  თავისი უჭკნობი მშვენიერებით, რაც ასე ასხვავებს მას მრავალი და მრავალი დიადი ნაწარმოებისაგან და რაც, ამავე დროს, აახლოვებს, ანათესავებს  კიდეც სხვა ხალხთა უკვდავ  ქმნილებებთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ასაზრდოვებს რა თვისი მშობლიური ხალხის სულს, ეს პოემა ამდიდრებს კაცობრიობას კულტურულ საგანძურსაც როგორც  ,,ობოლი” ყველაზე ძნელად მოპოვებული მარგალიტი…
ამ პოემის წყალობით, ქართველებისათვის მახლობელია მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ყველა დიდი კულტურული ძეგლი. ასევე, ამ პოემის წყალობით, განათლებული მსოფლიოს თვალი, დღეს მოპყრობილია იმ უძველესი ხალხისაკენ, რომელმაც ასე ფრთხილად, ასე სრულყოფილად მოიტანა თავისი ტანჯული ცხოვრება, აღბეჭდილი არამარტო ნახანძრალით თუ ნაიარევით, არამედ იმ იდუმალი შუქითაც, რასაც წარსულის, დღემდე ჩაუმქრალი ქმნილებები ასხივებენ…

Комментариев нет:

Отправить комментарий