ეს წიგნი არის ქართველობის გულის საუნჯე. რაც კი რამ გვაქვს ჩვენს ენაზედ, ამას ჯერ არა სჯობია-რა …
ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე
,,ხშირად ერის სულიერი სახის შესანახავად და შესამტკიცებლად წიგნი უფრო საჭიროა, ვიდრე მუზარადი!.. მკაფიო სტრიქონი ვიდრე შუბი! მოწოდებრივი, ფეთქვადი აზრი ვიდრე გუნდი ლაშქრისა!.. ხოლო წიგნისეული გმირები სამშობლოს დასაცავ ზღვართან ისტორიული გმირების პირველ წყებაში დგანან ! .”
ლევან გოთუა
ძველია პოეტური თხზულება ,,ვეფხისტყაოსანი,” ის იცოცხლებს მარად, როგორც უკვდავი ძეგლი საქართველოს ცხოვრებისა, როგორც სარკე რუსთაველის დროინდელი ქართველების მსოფლმხედველობისა და ზნეობისა, როგორც კულტურულ მისწრაფებათა შთაგონების წყარო.
არტურ ლაისტი (1852-1927) -გერმანელი მწერალი, მთარგმნელი
,,ვეფხისტყაოსანი” აინტერესესებს არა მარტო ქართველებსა და ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტებს, არამედ ყველას, ვინც შეისწავლის ან უბრალოდ, ვისაც უყვარს ევროპისა და ახლო თუ შუა აღმოსავლეთის შუასაუკუნეთა ლიტერატურა.
რუსთაველის პოემა ქმნის არა მარტო სამყაროს მრავალფეროვან სურათს ამაღელვებელ ბედთა ორომტრიალში, ეს არის აგრეთვე სიბრძნის წიგნი ადამიანის მართებული ქცევის შესახებ.მის თხზულებაში მიმობნეული მრავალი აფორიზმი, – დღესაც რომ არავითარ შემთხვევაში არ მოძველებულა, საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ ადამიანის ცხოვრებისა და ფიქრებს, ძირითადაც ადამიანურს.
ჰერმან ბუდენზიგი (1893-1976) - გერმანელი მწერალი ,,ვეფხისტყაოსნის ” მთარგმნელი.
რუსთაველის პოეტური სამყარო მჭიდროდ ერთვის ყინწვისის მხატვრულ სამყაროს, ხოლო პოემის ენა ისე მძლავრია, რომ მის მომაჯადოებლობას უცხოურ ენებზე მისი თარგმანებიც კი ვერას დააკლებს .
რომან იაკობსონი (1896-1982) - ამერიკელი მეცნიერი, ჰარვარდის უნივერსისტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი.
რომან იაკობსონი (1896-1982) - ამერიკელი მეცნიერი, ჰარვარდის უნივერსისტეტისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი.
რუსთაველის ხნული ძალიან ღრმაა, მარცვალი ძალიან ღრმად არის მიწაში ჩაფლული… წერა, გარკვეული თვალსაზრისით, ხვნა-თესვასა ჰგავს, რაც უფრო ღრმადარის გავლებული ხნული, რაცუფრო ღმადარის ხნულში ჩაფლული, ჩამალული მარცვალი მით უფრო სავარაუდებელია კარგი მოსავალიც. მარცვალი ხნულიდან ჩიტმა კი ვერ უნდა ამოკენკოს, არამედ მხოლოდ ბუნების ძალას უნდა შეეძლოს მისი ისევ ზევით ამოტაცება, აღმოცენება.
ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი საქართველო ანუ იბერია, რომელსაც უკავია კავკასიონის მთების განშტოების ნაწილი, სხვადასხვა ტომისა და ხალხის ბუდე, საუკუნეთა მანძილზე განიცდიდა მშფოთვარე დღეებსა და პოლიტიკურ ძვრებს. მიდიელებისა და სპარსელების მახვილი არაერთგზის გადატეხილა მებრძოლი სულის მქონე ქართველთა მკერდზე. თათრების თავაშვებული ურდოები, რომელთაც მოუძღოდა ჩინგისხანი, შემდგომ კი თემურლენგი, მიწასთან ასწორებდნენ საცხოვრებელ ადგილებს და მუსრს ავლებდნენ ტომებს. საოცარია, რომ მიწის ასეთი მცირე ნაკვეთი, რომელსაც შემწეობა და თანადგომა არსაიდან ჰქონდა, გადაურჩა ყურანის აღმსარებელთა მრავალგზის შემოსევას; შაჰ-აბასის სიმკაცრემ და ძალმომრეობამ ვერ მოსპო ენა, ვერ დაშრიტა ჭეშმარიტი რელიგიის სინათლე, ვერ ამოჟლიტა ერის უკანასკნელი ნაშთები. ამავე მიზეზთა გამო ამ ხალხის ისტორია, რომელიც XVI საუკუნის მიწურულს დაიწერა ზეპირგადმოცემებისა და მონასტრებში დაცულ მატიანეთა ნაწყვეტების მიხედვით და ასახავს სახელოვან ადამიანთა საქმეებს, მეფეების მიერ მოპოვებულ გამარჯვებებს, აშუქებს მათ ურთიერთობას აზიის ხალხებთან, პირველწყაროთა მოუღწევლობის გამო ეჭვს იწვევს. ქართველი ერის ხასიათის შეცნობა კიდევ კარგა ხანს დარჩება ამოცანად.
კ. რდულტოვსკი
ა.პალადინი 1937
ა.კორნეიჩუკი 1937
ე. ნაკაშიძე
კ. ვინიევიჩი
მხოლოდ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდგომ შეძლეს ჩვენი დიდი სოციალისტური სამშობლოს ხალხებმა ქართველი ხალხის გენიოსის უკვდავი თხძულების წაკითხვა, შესწავლა და მისით ტკბობა. ნათელი ფერებით აელვარდა ა.პუშკინის, ტ.შევჩენკოს, რუსთველის ქმნილებანი. სსრ კავშირის ხალხი ამჟამად დიდი დიყვარულით სწავლობს უდიდესი ქართველი პოეტის საოცარ პოემას, კითხულობს მას მშობლიურ ენაზე.უკრაინელ ხალხს ახლა შესაძლებლობა აქვს მშობლიურ ენაზე წაიკითხოს "ვეფხისტყაოსანი", რამეთუიუბილესათვის რუსთველის პოემა თრგმნა უკრაინელმა პოეტმა მ.ბაჟანმა. თარგმანი შესაძლებლობას აძლევს უკრაინელ მკითხველს გაეცნოს უკვდავ პოემას, რომელიც მოგვითხრობს რაინდთა თავდადებულ მეგობრობაზე, საერთოსახალხო მეგობრობაზე. პოემის უკრაინული გამოცემა დასურათებულია ნიჭიერი ქართველი მხატვრის ქალის თ,აბაკელიას მშვენიერი ილუსტრაციებით.
საბჭოთა უკრაინისთავისუფალი ხალხი ღრმად სცემს პატივს ქართველი ხალხის გენიალურ პოეტს შოთა რუსთველს, რომელმაც მთელ პროგრესულ კაცობრიობას მისცა უკვდავი პოემა "ვეფხისტყაოსანი". უკრაინელი ხალხის გული აღსავსეა მხურვალე სიყვარულის გრძნობით მოძმე ქართველი ხალხისადმი, სამღვდელო და საერო ხელისუფლებასთან გააფთრებულ ბრძოლაში დაიცვა რუსთველის ქმნილება ფეოდალთა ბარბაროსობისაგან.
ა.კორნეიჩუკი 1937
შოთა რუსთველის პოემა "ვეფხისტყაოსანი" შვიდი საუკუნის მანძილზე მიჩნეული იყო საქართველოს ყოველიმწერლის იდეალად და ეტალონად და ბიბლიის მსგავსად (თუ მეტად არა) საყვარელ და აუცილებელ წიგნად ითვლებოდა თითოეული ქართველის ოჯახში. პატარძალს ტრადიციისამებრ უნდა წაეღო მზითევში საკუთარი ხელით გადაწერილიდა მოკაზმული "ვეფხისტყაოსანი". მეფენი და უბრალო მოკვდავნიც უხვად იყენებდნენ მისციტატებს და ბევრმა ქართველმა დღესაც ზეპირად იცის ეს ათას ხუთასზემეტი სტროფის შემცველი პოემა. საქართველოში ღვთიური დედოფლის, თამარის სახელის გარდა, ალბათ, არაა სახელი, რომელიც ისე პოპულარულიიყოს, როგორც პოეტ შოთა რუსთაველის სახელი. და თუ ჭეშმარიტების მარცვალს მაინც შეიცავს ანდაზა_"მითხარი, რომელი წიგნი გიყვარს და გეტყვი, თუ ვინ ხარ შენ", მაშინ გასაგები გახდება, თუ ყოველი უცხოელი მოგზაური, მისიონერი და მწერალი ერთხმად რატომ წერს ქართველების შესახებ, რომ ეს ხალხი კეთილშობილი და მამაცი, რაინდული და ზრდილობიანი, დიდსულოვანი და კულტურულია. თითოეული ქართველისათვის უსაყვარლეს წიგნად მიჩნეული იყო და იქნება პოემა" ვეფხისტყაოსანი", რომელიც უმღერის მამაცობასა და რაიდნობას, კეთილშობილებასა და დიდსულოვნებას, ქალის კულტს, პოეზიასა და სილამაზეს.
რუსთველის თხზულება ქართველი ხალხის სიამაყეა. თავის სამშობლოში მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, მისი ბევრი ანდაზა ხალხურად იქცა. ამ თხულებამ საქართველოს საზღვარს გარეთაც მიაღწია დიდებას და მრავალ ენაზე ითარგმნა. პოემა გამოირჩევა არა მარტო საინტერესო სიუჟეტით,არამედ ჩინებული კომპოზიციით, მშვენიერი ენითა და სტილით, ლექსის მუსიკალობით. შესაძლოა დასავლელი მკითხველი ზოგჯერ განაცვიფროს გამოსახვის ჰიპერბოლიკამ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ აღმოსავლური და აგრეთვე ქართული ლიტერატურის სხვა ნიმუშებისაგან განსხვავებით ეს ნაწარმოები ხასიათდება ზომიერების დაცვით, ხოლო პოეტის მიერ ნახმარი ეპითეტები თავისი შინაარსითა და ფორმით ცოტათი თუ განირჩევა ჰომეროსისეული ეპითეტებისაგან, რომლებიც კლასიკურადაა აღიარებული.
Комментариев нет:
Отправить комментарий